14 ივნისი 2026,   08:00
ვრცლად
ქვემო ქართლში ტაქსის მძღოლი მოკლეს - 54 წლის მამაკაცს თავს მანქანის წასართმევად დაესხნენ

ტაქსის მძღოლი მოკლეს ქვემო ქართლში - შემთხვევა ღამით სოფელ ზემო ყულარში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილების დროს 54 წლის შოთა ლორიას თავს რამდენიმე ადამიანი მიზანმიმართულად, მანქანის წასართმევად დაესხა.

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია 2 პირი - 22 და 18  წლის ახალგაზრდები. ოფიციალური ცნობით, ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლული მდინარის პირას დამარხეს; ავტომანქანა კი საკუთარ სახელოსნოში გადაიყვანეს და დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველები მკვლელობაში მონაწილე კიდევ ერთ პირს ეძებენ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები