14 ივნისი 2026,   07:56
ვრცლად
ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

"ხაშურის სპორტის" ინფორმაციით, გუშინ, ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდა. რესტორანში მიწვეულები იყვნენ სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები.

ქურდობის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.

 

 

დღის ამბები