29 ივნისი 2026,   21:38
ვრცლად
იტალიაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

იტალიაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 14-მდე გაიზარდა, 36-ათასი ადამიანი კი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი.

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, წყალდიდობა რამდენიმე კვირიანმა კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდა ემილია-რომანიის რეგიონი. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა 100-ათასობით ოჯახი.

სამაშველო სამსახურები, დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას ამ დრომდე განაგრძობენ. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ მილიარდობით ევროს ზარალი გამოიწვია, განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიადგა სოფლის მეურნეობას.

დღის ამბები