ჩოხატაურში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. დედაქალაქიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს კონსულტაციები გაუწიეს.
სამედიცინო აქცია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის, ორგანიზაცია "ქალები ქალებისთვის" ორგანიზებით და ჩოხატაურის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.