გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც კლიმატის თემაზე გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაციას მოეწერა ხელი.
დეკლარაცია მომდევნო 10 წლის გამავლობაში ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, გარემოს დაცვის, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობების დაცვის, ტურიზმისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღინიშნა, რომ დეკლარაციის მიზანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ასევე, საუკეთესო პრაქტიკისა და საერთო გამოწვევების შესახებ ფორუმის უზრუნველყოფა. დაცული ტერიტორიების სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ.