03 ოქტომბერი 2026,   02:24
ვრცლად
რატი იონათამიშვილი IRI-ის კვლევაზე: თუ გამოქვეყნებულ შედეგებს გავაანალიზებთ და პარტიებს შორის განაწილებულ პროცენტებს კვლევით ალოკაციას გავუკეთებთ - "ქართულ ოცნებას" საზოგადოების მინიმუმ 70%-იანი მხარდაჭერა აქვს - ეს მარტივი მათემატიკა და უტყუარი ფაქტია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, რატი იონათამიშვილი მედიასთან საუბრის დროს განმარტავს, თუ რა მეთოდოლოგიით უნდა დამუშავდეს IRI-ის ნედლი კვლევა და როგორ გადანაწილდება არსებული პროცენტები კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით.

იონათამიშვილი ამბობს, რომ IRI-ის მიერ მიღებული 36 % მრავლდება ორზე, რაც მეორე მხარეს არსებული მინიმალური შედეგების და გადაუწყვეტელი, ასევე პასუხზე უარის მთქმელი პროცენტების პროპორციული განაწილების შედეგად მიიღება:

"საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ IRI - ის მიერ გაკეთებული კვლევა ნამდვილად ჯოჯოხეთური მოცემულობაა აგენტურული ოპოზიციისთვის. ეს კვლევა ადასტურებს, რომ დღეს არსებულ ხელისუფლებას აქვს ისტორიული, მისი არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა. თუ IRI - ის მიერ მიღებულ შედეგებს გავუკეთებთ ალოკაციას, გავითვალისწინებთ მეორე მხარეს მიღებულ პროცენტებს, ასევე მეთოდოლოგიურად გავანაწილებთ უარს პასუხზე და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს - „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 70% - იანი მხარდაჭერა აქვს.
IRI - ის კვლევის შედეგების გაგრძელებაა დღეს გამოქვეყნებული ევროკომისიის კვლევაც, რომელიც ერთი-ერთში იმეორებს შედეგებს. როდესაც ჩვენი ქვეყანა საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში მეხუთე ადგილზეა, ეს ადასტურებს მინიმუმ 70% - იანი მხარდაჭერის უტყუარობას", - განაცხადა იონათამიშვილმა.

დღის ამბები