02 ოქტომბერი 2026,   18:31
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, განათლებისა და სპორტის მინისტრთან ერთად, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, განათლებისა და სპორტის მინისტრთან ერთად, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა. განიხილეს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების საჭიროებები და ინფრასტრუქტურული პროექტები.

"ჩვენ გვქონდა მსჯელობა სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის განვითარების კონტექსტში, ექვსივე მუნიციპალიტეტში. თუ რა გამოწვევები და რა შესაძლებლობებია. სპორტული ტურიზმის განვითარება იყო დღის წესრიგში, სწორი კომუნიკაცია, მუდმივი ჩართულობა, ზრუნვა ახალგაზრდებზე, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. დღეს ჩვენ ვხედავთ ერთიანობას სპორტულ სამყაროში, ახალგაზრდა სპორტსმენები, უფროსი თაობის ვეტერანები, ზრუნვა ვეტერანებზე ეს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია," - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები