02 ოქტომბერი 2026,   20:38
ვრცლად
საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა, თემატური დისკუსია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში", მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრებმა, საქართველოსა და ევროპაში მოქმედი საზოგადოებრივ-რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა, თეოლოგებმა და ისტორიკოსებმა პანელურ დისკუსიაზე მოხსენებები და მოსაზრებები წარმოადგინეს.

საერთაშორისო კონფერენციის პირველი სესია, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოდერატორობით წარიმართა, თემას - "ქრისტიანული ფასეულობები ევროპაში, კრიზისის ფონზე: ლისაბონის ხელშეკრულების მე-17 მუხლი და მართლმადიდებლობის წვლილი" მიეძღვნა.

თემატურ პანელზე მოხსენებები მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა, რუმინეთის დეპუტატთა პალატის წევრმა, იოან ვულპესკუმ, ევროპის პარლამენტის წევრმა, კრისტიან ტერეშმა, ევროკავშირის ეპისკოპოსთა კონფერენციის კომისიის პრეზიდენტმა, ეპისკოპოსმა მარიანო ჩროციატამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მრჩეველმა, კოსტას მიგდალისმა წარმოადგინეს.
სესიის განსახილველ თემებს წარმოადგენდა: ქრისტიანული ღირებულებების ურთიერთკავშირი პარლამენტარიზმის პრინციპებთან, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ეკლესიების პოზიციას შორის ურთიერთობა ეროვნული ინტერესებით განსაზღვრული პოლიტიკის საკითხებთან მიმართებით და საპარლამენტო ინსტიტუტებსა და მონოთეისტურ რელიგიებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობა.

დღის ამბები