30 სექტემბერი 2026,   19:50
ვრცლად
გიგი თევზაძე: ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის... ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო

ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის, - ამის შესახებ ილიაუნის ლექტორი, ფილოსოფოსი გიგი თევზაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით, საზოგადოება მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს ასრულებს.

"ისევ ტრადიციების შესახებ: ქელეხის და საფლავზე ქეიფის წესი არც ქრისტიანულია და არც რომელიმე რელიგიის: ადამიანის ძალიან ძველი ქცევის რიტულიზაციაა: ჩვენი ყველა წინაპარი კანიბალი იყო (დამტკიცებულია). ამიტომ, ქელეხით და სასაფლაოზე სმა-ჭამით ასრულებთ მიცვალებულის ჭამის უძველეს რიტუალს. სულებს რომ სასაფლაოზე არაფერი ესაქმებათ, ქრისტიანობის მიხედვით, ეგ ხომ ისედაც იცით," - წერს თევზაძე Facebook-ზე.

დღის ამბები