პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და თეთრიწყაროს მერიას შორის არის გაფორმებული - სააგენტოს ბენეფიციარები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებშიც ჩაერთვებიან.