მარნეულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სადახლო-თბილისის ავტომაგისტრალზე, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
დაღუპული მსუბუქი ავტომობილის მძღოლია. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იმყოფებიან. დაწყებულია გამოძიება.