ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დოკუმენტის "30 კითხვა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს“ პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გამართა.
დისკუსიის ფარგლებში, IDFI-იმ ეროვნულ ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური დღის წესრიგის კითხვები განიხილა.
კითხვები, რომელიც IDFI-ის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან აქვს, ეკონომიკურ ზრდას და საზოგადოდ ადამიანურ კაპიტალის განვითარებას ეხება.
IDFI-ის პანელური დისკუსიის მიზანი, დოკუმენტში აღნიშნულ კითხვებზე დისკუსიის გაგრძელება და მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან პასუხების მიღებაა.