თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. საკრებულოს თავმჯდომარემ მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, 27 სექტემბერი არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე.
"სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 27 სექტემბერი არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ერთიანობისთვის გაწირეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ვაშენოთ ძლიერი, დემოკრატიული საქართველო - ქვეყანა, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა, ათასობით ქართველი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.