შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, თბილისში მდებარე მასაჟის სალონის მფლობელი და ამავე ობიექტის მენეჯერები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, ოთახებს გადასცემდნენ.
დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.