საფრანგეთის ლიგა 2-ში წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე, ქართველი ფეხბურთელი 19 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. მიქაუტაძის დამაჯერებელი თამაშის და ორი გოლის წყალობით "მეცმა" ამჯერად "სენტ ეტიენი" დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა მე-11-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 26-ე წუთზე კი "მეცის" უპირატესობა სამამდე გაზარდა, საბოლოოდ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
32 ტურის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 65 ქულით "ლე ავრი" იმყოფება, შვიდი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა "მეცი", მესამე პოზიციაზე კი ბორდოა, რომლის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, ზურიკო დავითაშვილი იცავს, ბორდო დღეს 22 საათსა და 45 წუთზე "გრენობლს" დაუპირისპირდება.