"მისტერ ოფშორი" - ასე უწოდებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი დავით კეზერაშვილს , რომელიც მილიარდიანი თაღლითობის სქემის ცენტრალური ფიგურაა.
BBC საგამოძიებო ფილმი, რომლის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრია, 46 წუთიანია. საგამოძიებო ფილმის მიხედვით, თბილისის ხუთვარსკვლავიან ბიზნეს ცენტრში გახსნილი ოფისიდან, ბრიტანეთის 5 ათას მოქალაქეზე გავიდნენ, ჩამონათვალშია სკანდინავიისა და გერმანიის პენსიონრებიც.
ჟურნალისტური გამოძიება დაზარალებული პენსიონერების გარდა საუბრობს იმ ათასობით ახალგაზრდაზეც, რომლებიც სქემაში ჩართეს და ბონუსად პენსიონერების თანხიდან პროცენტები დაუნიშნეს.
"გვეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედას. ერთ-ერთი მამაკაცი გვეუბნებოდა: იაზრებ, რომ მალე მილიონერი გახდები? ჩვენ 340 000 ფუნტი დავკარგეთ ზუსტად შვიდ დღეში,"- აცხადებს დაზარალებული პენსიონერი.
ოფისები კი ევროპის ქვეყნების გარდა, ძირითადად კიევსა და თბილისში იყო განთავსებული. ბიბისის სქემაში საუბარია კონკრეტულ პირებზეც, რომლებიც კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. სქემაში მათ კონკრეტული ფერებით განასხვავებდნენ.