02 ოქტომბერი 2026,   10:51
ვრცლად
"არასოდეს არ დაგვავიწყდება 89 წლის 9 აპრილი, ვიბრძოდით ქვეყნის დამოუკიდებლობის და გამარჯვებისთვის"- 9 აპრილის მონაწილე 

რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში ხალხმრავლობა იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, მათ შორის 9 აპრილის მონაწილეები. მათ, 34 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"არასოდეს არ დაგვავიწყდება 89 წლის 9 აპრილი, იმ ქართველებს, რომლებიც აქ ვიყავით. დღეს და ღამეს ვათენებდით, სიმღერაში ცეკვა -თამაშში, ერთად შეკრული ერი მაშინ პირველად იყო.

მაშინ, როდესაც გადავიარეთ ის ავბედითი ღამე, როცა დაიძრნენ სამხედროები თავისუფლების მოედნიდან, ისმოდა ნიჩბების და ჩექმების ხმაური- იმ უბედურებაში 4 შვილი მყავდა სახლში დატოვებული და აქ ვიყავი. იმიტომ, რომ ყველა ქართველის ვალი იყო, თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის და გამარჯვებისთვის ბრძოლა,"-აცხადებს 9-აპრილის მონაწილე ლამარა თურმანიძე.

დღის ამბები