"თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე დაასუფთავეს. ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 40-ამდე თანამშრომელი და მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორიც, რომელმაც განმარტა, რომ რეკრეაციულ სივრცეში უკანონოდ ნარჩენების შემოტანა და მიტოვება ძალიან ხშირია.
სწორედ ამიტომ სივრცეში ფოტოხაფანგები დამონტაჟდება, ტერიტორია გაკონტროლდება და სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე მოხდება რეაგირება.