მიგრანტები და მორიგი სახიფათო მარშრუტი ამჯერად ევროპაში - სულ მცირე 73 ადამიანია დაკარგული ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ნაპოვნია მხოლოდ 11 ცხედარი, მოხერხდა 7 ადამიანის გადარჩენა.
ხომალდი, რომელზეც ასამდე ადამიანი იმყოფებოდა ტრიპოლის აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიემართებოდა.
აღსანიშნავია, რომ ლიბია გახდა მთავარი გამშვები წერტილი იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობენ უდაბნოსა და ხმელთაშუა ზღვის სახიფათო მარშრუტის გავლით.