02 ივლისი 2026,   23:33
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის ძლიერ შტორმს სულ მცირე 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში, ზოგიერთ შტატში ჰაერის ტემპერატურა მინუს 45 გრადუსს აღწევს. მონტანაში კი ჰაერის ტემპერატურა -50 გრადუსამდე დაეცა. უხვი ნალექისა და ყინვის გამო, 1.5 მილიონი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე, გაუქმებულდა ასობით ავიარეისი.

სტიქია ძირითადად გავრცელებულია აშშ-სა და კანადის აღმოსავლეთ ნაწილზე. დატბორილია სანაპირო დასახლებები ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში.

ძლიერი ყინვაა სამხრეთით მდებარე შედარებით რბილი კლიმატის მქონე ლუიზიანას, ალაბამას, ფლორიდისა და ჯორჯიის შტატებშიც.

დღის ამბები