03 ივლისი 2026,   09:20
ვრცლად
გერმანიის პროკურატურის დასკვნა - საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ "ნორდ სტრიმის" მილსადენი უკრაინის სპეცრაზმის ყოფილმა თანამშრომელმა ზელენსკის გუნდის დავალებით ააფეთქა

სერგი კუზნეცოვი, რომელსაც "დოიჩე ველეს" ჟურნალისტი ინიციალებით მოიხსენიებს, უკვე პატიმრობაშია. მას ბრალად ჩრდილოეთ ნაკადის, იგივე "ნორდ სტრიმის" გაზსადენის აფეთქება ედება. ეს ყველაფერი, შეიძლება ჩვეულებრივ კრიმინალურ ისტორიად დარჩენილიყო, რომ არა გერმანიის პროკურატურის დღევანდელი განცხადება. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ მილსადენი უკრაინის სპეცრაზმის ყოფილმა თანამშრომელმა ხელისუფლების, ანუ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდის დავალებით ააფეთქა.

პოლიტიკური რეზონანსულობის მიღმა, ყველაზე მთავარი სიახლე დღეს ისაა, რომ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ უკრაინის მოქალაქეს ოფიციალურ ბრალდებაში ომის დამნაშავეც უწოდა. დადგენილებაში რუსეთის ეკონომიკის გაძლიერების მთავარი მექანიზმი-"ნორდსტრიმი"- სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურად არის მოხსენიებული, მსგავს ობიექტზე თავდასხმა კი სწორედ ომის დანაშაულად კვალიფიცირდება.

გერმანიის ფედერალური საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული დასკვნის მიუხედავად, ოფიციალური ბერლინი და კიევი დუმილს ამ დრომდე არ არღვევენ. არცერთი მხარე არ საუბრობს, მოახდენს თუ არა გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი დეტალი გავლენას, ქვეყნების პოლიტიკურ ურთიერთობაზე. თუმცა, ის რაზეც, ამ დრომდე პოლიტიკოსები დუმან, დღეს ჟურნალისტებმა საკმაოდ ხმამაღლა თქვეს. 

დასკვნა ასეთია - 2022 წლის სექტემბერში, ბალტიის ზღვაში მომხდარმა წყალქვეშა აფეთქებამ რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენები გაანადგურა. აფეთქება უკრაინული მხარის თანხმობითა და შეკვეთით მოხდა. ეს კი არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც გერმანია მოკავშირე უკრაინას ევროპის კრიტიკულ ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში ოფიციალურად ადანაშაულებს.

დღის ამბები