30 იანვარი 2023,   02:00
ვრცლად
სხეულის მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია - კიდევ რა სიმპტომებით ხასიათდება ე.წ ჰონკონგის ვირუსი და როდის ელოდებიან ექიმები გრიპის გავრცელების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს

ინტოქსიკაცია, მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი , - ეს ე.წ ჰონკონგის ტიპის გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. გართულებულ შემთხვევაში ვითარდება ფილტვების ანთება და მწვავე ბრონქიტი.

ექიმები სეზონური გრიპის შემთხვევების მატებას დეკემბერსა და იანვარში ელოდებიან. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე, საერთაშორისო მონაცემების საფუძველზე არ გამორიცხავს, რომ ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღოს. ექიმი საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, როგორც ვირუსთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებაზე. 

"დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ დეკემბერი-იანვარი ქვეყანაში არის სწორედ ის პერიოდი, როცა გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების რაოდენობა პიკს აღწევს. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, გავრცელების მაღალი მაჩვენებელი იყოს სწორედ დეკემბრის თვეში. ამიტომ, ხაზს ვუსვამ ვაქცინაციის მნიშნელობას",- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

კლინიკების ნაწილი, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო , კარანტინის რეჟიმზე უკვე გადავიდა.

დღის ამბები