02 ოქტომბერი 2026,   13:18
ვრცლად
"ახლა ლაპარაკობს სასამართლო, მისი გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს" - გიული ალასანია

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილს დედა, გიული ალასანია შეხვდა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. "ვივამედში" შესაძლოა სახალხო დამცველის წარმომადგენლები დღესაც მივიდნენ.

კონსილიუმის წევრებმა ექსპრეზიდენტი გუშინ მოინახულეს და თქვეს, რომ სააკაშვილს კახექსია, აზროვნების კარგვა და წონაში სწრაფი კლება აღენიშნება.

"არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო. ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიხედვით გადაწყდება ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს. არ ვიცი სასამართლო პროცესს როდის ჩანიშნავენ, არ ვიცი რას ელოდებიან, უკვე წელიწადი და მესამე თვე გავიდა, ეს საკითხი რით ვერ შეისწავლეს?! ხომ შესწავლილია ყოველი მხრივ," - განაცხადა გიული ალასანიამ.

დღის ამბები