02 ოქტომბერი 2026,   18:32
ვრცლად
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმო შეამოწმეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ამასთან, ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული პროდუქცია, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, სურსათის წარმოებისას მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობის ნორმები და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

დღის ამბები