02 ოქტომბერი 2026,   13:16
ვრცლად
"ამ კვლევის შესახებ ინფორმაციას პარტია არ ფლობდა" - ირაკლი ფავლენიშვილი IRI-ის კვლევაზე

IRI-ის კვლევაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შეფასებები კეთდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ IRI-ის კვლევაზე თინა ბოკუჩავასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ და ზოგადად, კვლევაზე ინფორმაციას არ ფლობდა პარტია.

"ამ თემასთან დაკავშირებით არ გვქონია, მაგრამ ანუ, ზოგადად, გვაქვს კომუნიკაცია, მათ შორის ქალბატონ თინასთან. უბრალოდ ფაქტი იმის შესახებ, რომ ადამიანს მიეღო მონაწილეობა და სცოდნოდა, არ არის დასამალი. არ მგონია, რომ ვინმე ამის შესახებ ახლა, რა ვიცი, რატომ უნდა იტყუებოდეს?! - ამ კვლევის შესახებ ინფორმაციას პარტია არ ფლობდა, თუმცა ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის შემდეგ პარტიის უკვე სხვა წევრებიც ადასტურებენ, რომ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში, ოპოზიციურ პარტიებში საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.

გამოაქვეყნებს თუ არა ორგანიზაცია კვლევის შედეგებს - "კურიერმა" IRI-ის ევრაზიის წარმომადგენლობას წერილითაც მიმართა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. პარტიების რეიტინგები არაოფიციალურად სოციალურ ქსელში გავრცელდა. კვლევის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი აქვთ, ყველას ერთად კი 16 პროცენტი. "ქართული ოცნების" შედეგი ალოკაციის გარეშე 36 პროცენტია, ალოკაციით კი 55.

 

 

დღის ამბები