02 აპრილი 2023,   12:19
ვრცლად
იტალიის კუნძულ ისკიაზე მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

7-მდე გაიზარდა მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იტალიის კუნძულ ისკიაზე. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთი ახალშობილი. არიან დაკარგულებიც. ამ დრომდე 5 ადამიანს უშედეგოდ ეძებენ.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ათობით თანამშრომელი მუშაობს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. სტიქია კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.

დღის ამბები