03 ოქტომბერი 2026,   20:31
ვრცლად
ხაშურში მონაზონი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს

ქალზე ძალადობის მორიგი უკიდურესი გამოვლინება - მსხვერპლი ამჯერად მონაზონია. ტვინის შერყევა, სხეულისა და სახის არეში მიღებული მრავლობითი დაზიანებები - სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, ორი პირი შეიჭრა.

უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი თავდამსხმელმა გააუპატიურა.

სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქმე აღძრულია 179-ე, ყაჩაღობისა და  137-ე, გაუპატიურების მუხლებით.  

დღის ამბები