02 ივლისი 2026,   12:00
ვრცლად
"საჭიროა, გავაგრძელოთ მტკიცებულებების შეგროვება, გამოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება"- პოლონეთის პრემიერი პშევოდუვში ​რაკეტების ჩამოვარდნაზე

პოლონეთში ჯერ კიდევ არ იციან, საიდან გაუშვეს რაკეტა, რომელიც სოფელ პშევოდუვში ჩამოვარდა- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ფინეთში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მათეუშ მორავეცკის თქმით, გამოძიებაში ჩართული არიან, როგორც უკრაინელი, ასევე ამერიკელი, საერთაშორისო და ნატოს ექსპერტები. როგორც პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, მათ სასაზღვრო კამერებიდან გარკვეული მტკიცებულებები აქვთ, თუმცა ეს 100%-იან სიზუსტით რაიმეს მტკიცების საშუალებას არ იძლევა.

"საჭიროა, გავაგრძელოთ მტკიცებულებების შეგროვება, გამოძიებას გარკვეული დრო დასჭირდება"- განაცხადა მათეუშ მორავეცკიმ.

დღის ამბები