02 ივლისი 2026,   12:01
ვრცლად
ცნობილი ხდება ბიზნესმენის ვინაობა, რომლის მოკვლას თბილისში პაკისტანიდან ჩამოსული ქილერი ამზადებდა

ქართველი ებრაელი ბიზნესმენი, რომლის მოკვლას თბილისში გეგმავდნენ, "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი, იციკ მოშეა, ამის შესახებ ისრაელური გამოცემა წერს.

მათივე ინფორმაციით, ქილერი თბილისში პაკისტანიდან ჩამოვიდა. მკვლელობის გეგმა ცნობილი გახდა ქართველი სამართალდამცველებისთვის, მათ დააკავეს პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც იარაღი აღმოაჩნდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, ქართველმა სამართალდამცველებმა მიაკვლიეს ორ პირს, რომელსაც საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, ისინი იარაღით მომარაგებაზე იყვნენ პასუხისმგებლები და კავშირი ჰქონდათ კონტრაბანდისტთან თურქეთში.

ისრაელური გამოცემის ცნობით, ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია და მათ ქართველი სამართალდამცველები კითხავენ. 

დღის ამბები