ომის 265-ე დღეს, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული დასახლებების გათავისუფლებას განაგრძობს. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა რუსების მიერ ანექსირებული ტერიტორიის თითქმის 53% დაიბრუნეს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰერსონში, ქალაქი ოლეშკიც უკვე უკრაინელების კონტროლ ქვეშაა.
რუსეთის ჯარები ლუგანსკის ოლქის სამი ოკუპირებული დასახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსახლებას აპირებენ. ინფორმაციას გენერალური შტაბი ავცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპანტები უკრაინელი ბავშვების დეპორტაციას განაგძობენ. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რუსეთში 11 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული.