თურქული მედია აქვეყნებს კადრებს, რომელიც, სავარაუდოდ, სტამბოლის აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავებას ასახავს. პირი, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს, ქალია.
ხელისუფლება მის სახელს და გვარს არ ასახელებს. თურქეთის შს მინისტრის თქმით, თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან გასცეს, სადაც ქურთთა გასამხედროებული ჯგუფის შტაბ-ბინა მდებარეობს - ჯგუფს თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.