02 ივლისი 2026,   22:01
ვრცლად
აქციები ირანის უნივერსიტეტებში - პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც სკანდირებდნენ "სიკვდილი ხამენეის", ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს

ირანში უსაფრთხოების ძალებმა სტუდენტების საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. როგორც "როიტერსი" წერს, მომიტინგეების დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.

სტუდენტები საპროტესტო აქციას ქვეყნის მასშტაბით ათობით უნივერსიტეტში მართავდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, როგორ სკანდირებენ პროტესტის მონაწილეები ლოზუნგს "სიკვდილი ხამენეის".

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს ირანის მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მოქალაქეებმა ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები