სტამბოლში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ცეცხლი 24 სართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობას მოედო.
შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს.
ამ დროისთვის დაშავებულებსა და დაღუპულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. წინასწარი ინფორმაცით, ხანძარი სავარაუდოდ კონდიციონერის გაუმართაობამ გამოიწვია.