04 ივლისი 2026,   12:12
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა. გახსნაზე წარმოდგენილი იყო ის LEGO რობოტექნიკა, რომლითაც მოზარდები სასწავლო კურსს გაივლიან.

რობოკლუბის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, რომელშიც ძირითადად ადგილობრივი მოზარდები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

რობოკლუბი, მეჯვრისხევის გარდა, გორსა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიხსნება, სადაც მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გადამზადნენ და შეიძინონ LEGO რობოტექნიკის, პროგრამირების და პრაქტიკული სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.

ინიციატივის მიზანია მოზარდებისთვის თანამედროვე STEM განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდებში ტექნოლოგიური უნარების განვითება.

ინოვაციური LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები ორგანიზაცია SICPA-მ, მემორანდუმის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტს მერიას გადასცა.

სასწავლო კურსს ა(ა)იპ საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტი განახორციელებს.

დღის ამბები