კოლუმბიამ დაძაბულ და ტაქტიკურ ბრძოლაში განას მინიმალური ანგარიშით, 1:0 აჯობა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
კოლუმბიელებს გამარჯვება ჯონ არიასის მიერ მატჩის 14-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით ხვდათ წილად.
განა ბოლომდე იბრძოდა, თუმცა კოლუმბიის ორგანიზებულმა დაცვამ და დისციპლინირებულმა თამაშმა შედეგი აღარ შეცვალა.
მომდევნო ეტაპზე, კოლუმბიის მეტოქე შვეიცარიის ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსა და მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.