ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 645-მდე გაიზარდა.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, 12 000-მდე ადამიანია დაშავებული, ათასობით მოქალაქეს კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევენ.