შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდათ. პოლიციამ 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტი ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.