ევროკომისიის პრეზიდენტი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გმობენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი და ლიზ ტრასი თანხმდებიან, რომ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, გარკვეულწილად, მარცხის აღიარებაა.
ერთობლივი განცხადება ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა "აღიარეს უკრაინელი ხალხის სიმამაცე და გამბედაობა და ხაზი გაუსვეს ერთობლივ ვალდებულებას, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მის ბრძოლაში მანამ, სანამ საჭირო იქნება," - ნათქვამია განცხადებაში.