04 ივლისი 2026,   22:55
ვრცლად
"სად, თუ არა რუსთავში, "რუსთავი 2-თან" ერთად" - რუსთავში დღევანდელი მატჩის საგულშემატკივროდ ემზადებიან

"რუსთავი 2-ზე" დიდი საფეხბურთო ზეიმი გრძელდება. რუსთავში, იპოდრომის ტერიტორიაზე, გულშემატკივრებისთვის სპეციალური სივრცე რუსთავის მერიის ორგანიზებით მოეწყო.

კანადა-მაროკოსა და პარაგვაი-საფრანგეთის დაპირისპირებას ადგილობრივები თვალს "რუსთავი 2-ისა" და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით მოწყობილ სივრცეში ადევნებენ.

დღეს არ იქნება მხოლოდ მატჩის ჩვენება, რუსთავში დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებაც. იქნება გათამაშებაც.

"ის შთაბეჭდილებები და განცდები, რომელიც გულშემატკივარს გვრჩება, არასდროს არსად არ იკარგება. უბრალოდ, ის უფრო და უფრო მდიდრდება და დღესაც ეს მოლოდინი მაქვს, რომ მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიქნები, იმ მეგობრებთან ერთად, რომლებსაც გვარიანი სტაჟი გვაქვს ფეხბურთის ქომაგობის და, რა თქმა უნდა, ისევ "რუსთავი 2-თან" ერთად. ესეც ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ თუ არა სად, ისევ რუსთავში, "რუსთავი 2-თან" ერთად. ვიქნებით სხვადასხვა თაობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასაკი გვეკარება და ერთადერთი, რაზეც შეიძლება ძალიან მსუბუქად ვიკამათოთ, ვინ ვის მხარეს არის," - აღნიშნა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ბადრი მაჭავარიანი.

 

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

 

 

დღის ამბები