პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკვლელს, რომელმაც ოზურგეთში ცეცხლსასროლი იარაღით 23 წლის გოგა როყვა მოკლა.
"კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი წარსულში მომხდარი დაპირისპირების შურისძიება იყო. მსხვერპლი იტალიიდან ერთი კვირის წინ დედის სანახავად ჩამოვიდა.
მკვლელობაზე შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. მკვლელი კი იდენტიფიცირებულია.