რუსეთთან მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, შეუძლებელია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა იალტის ევროპული სტრატეგიის, რიგით მე-17 ფორუმზე განაცხადა.
უკრაინის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის იმაში, რომ რუსები დაპირებებს შეასრულებენ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ჯერ აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ დატოვოს უკრაინის ტერიტორიები და შეწყვიტოს ტერორიზმი, შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება დიპლომატიაზე საუბარი.
"ჩვენ გვინდა ომის დასრულება, მაგრამ მოცემულობა და შესაძლებლობები შეიცვალა. საზოგადოებას არ სურს ტერორისტებთან საუბარი. თუმცა საუბარი ტერორისტებთანაც კი შეიძლება, რადგან მათ იციან, რა სურთ. იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ მათთან დიპლომატიური დერეფანი, მათ უნდა დაგვანახონ პოლიტიკური ნება, რომ მზად არიან, დააბრუნონ სხვისი მიწა. მაშინ ჩვენ შევძლებთ, ვისაუბროთ სულ მცირე რაღაც დერეფნებზე, რომელიც გახსნის გარკვეულ დიპლომატიურ ნაბიჯებს,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.