26 ნოემბერი 2022,   23:39
ვრცლად
ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად გაიხნა - სარეაბილიტაციო სამუშაოები პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ჩატარდა

ქობულეთში, 1 კილომეტრიანი ახალი ბულვარი დღეს გაიხსნა, თუმცა უკვე ბევრი სტუმარი  ჰყავს - ადგილობრივებისთვის, სხვადასხვა ქალაქიდან ჩასული სტუმრებისთვის და უცხოელი ვიზიტორებისთვის, შეცვლილი ინფრასტრუქტურა საინტერესო აღმოჩნდა.

საფეხმავლო და ველობილიკები, რეკრეაციული ზონები, მოსასვენებელი ადგილები, ქვიშის სტადიონები და საბავშვო სივრცეები - ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა თაობის დამსვენებლებისთვის არის გათვლილი. ბულვარში მოწყობილია კომერციული ფართები, რომლითაც ძირითადად ადგილობრივი ბიზნესი ისარგებლებს.

ახალი ბულვარი, რომლის მშენებლობაც გასული წლის ზაფხულში დაიწყო, დღეს ოფიციალურად გაიხნა. სამუშაოების საერთო ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ აქამდე სანაპირო ზოლი ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ჩატარდა. ბულვარის მნიშვნელობასა და ბიზნესის დაინტერესების შესაძლებლობაზე საუბრობენ მუნიციპალური განვითარების ფონდშიც.

განახლებული რეგიონების 4 წლიანი პროგრამა 2021 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტების ჩართულობით შეირჩა. პროგრამის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა.

დღის ამბები