27 ივნისი 2022,   03:36
ვრცლად
როგორ მიითვისა ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსისტმა 1 მილიონ 300 ათასი ლარი - თაღლითური სქემა, რომელშიც სხვა პირებიც მონაწილეობდნენ

დღეს, მოსამართლის კითხვებს ბრალდებულმა არ უპასუხა და დუმილის უფლებით ისარგებლა. ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოიკვეთება, მანამდე კი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული, მოსამართლემ, წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა.

მაია არქანია ტექნიკურ უნივერსისტეტში, საფინანასო დეპარტამენტში 2010 წლიდან სპეციალისტად მუშაობდა. გამოძიების ინფორმაციით, მან სამსახურეობრივი მდგომარეობით ისარგებლა და სასწავლებლის კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლა. ოფიციალური ვერსიით, ბრალდებულს წინასწარ შემუშავებული გეგმა ჰქონდა - სახელფასო ბაზების შევსებისას, თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებს უთითებდა, საბანკო ანგარიშს კი პირადს. ხელფასის დახურვის დღეს, თანხების ნაწილი მის ბარათზე ირიცხებოდა. გავრცელებული ინფორმაცით, 53 წლის ბუღალტერმა დანაშაულებრივი სქემით, სულ 1.288 000 ლარი გამოიმუშავა.

მაია არქანიას ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ, ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს, მეზობლები მას კარგად იცნობენ, თუმცა "კურიერთან" მხოლოდ მისი საქმიანობის შესახებ ყვებიან და სავარაუდო დანაშაულის შესახებ არაფერი იციან.

სავარაუდო დანაშაულის შესახებ, საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიაწოდა, საქმეში დაზარალებულის სტატუსი სასწავლებელსაც აქვს.

ადმინისტრაციაში ყვებიან, რომ ეჭვი შესაძლო თაღლითობის ფაქტზე მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ფინანსურ დეპარტამენტის გეგმიური სამსახურეობრივი შემოწმება ჩატარდა.

"კურიერის" ინფორმაციით, შეტყობინების შესვლის შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ მაია არქანია თბილისი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე კი სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.

საქმე მოცულობითია, მტკიცებულებების სახით ბრალდებას მოწმეების ჩვენებები და საბანკო გადარიცხვები აქვს. საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს, რადგან გამოძიების ინფორმაციით, მაია არქანია პირადის გარდა, მისი ნაცნობების საბანკო ანგარიშებსაც იყენებდა, ისინიც საქართვლოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები არ არიან.

რა მტკიცებულებებია საქმეში, უკვე იცის ბრალდებულის ინტერესების დამცველმა. საქმის მასალები ადვოკატებს უკვე გადაეცათ. დავით ხომერიკი არ გამორიცხავს, რომ საგამოძიებო პროცესში, წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

მაია ბითაძეს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას ედავება, ბრალი 3-9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები