30 ივნისი 2022,   01:47
ვრცლად
"დიდი ალბათობით, ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა" -  გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

დღეს ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლოა. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ადვოკატი ბრალდებას დაეთანხმება და არ დააყენებს ალტერნატიულ შუამდგომლობას, გადაწყვეტილება დღეს დაცვის მხარემ "კურიერს" გააცნო.

39 წლის როინ მებონიას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. დაკავებულმა საკუთარი მცირეწლოვანი შვილების და არაერთი მოწმის თვალწინ, 31 წლის სოფო კვარაცხელიას ყელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჭრა. მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულის ადვოკატ, სულხან კომახიძის თქმით, ბრალდებული ბრალს სადაოდ არ ხდის, თუმცა ვერ იხსენებს ფაქტობრივ მდგომარეობას და სავარაუდოდ ვერ აცნობიერებდა თუ რას აკეთებდა.

"პროკურორი პატიმრობას ითხოვს, ჩვენ ამ პოზიციას ვეთანხმები და ვიზიარებთ. ბრალდებული ბრალს სადაოდ არ ხდის, უბრალოდ დასადგენია სხვა გარემოებები, ფაქტობრივ მდგომარეობას ვერ იხსენებს და დიდი ალბათობით ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. არის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ ამ ქმედების ჩადენის ფაქტს, მათ შორის ვიდეო ჩანაწერიც." - აცხადებს კომახიძე.

დღის ამბები