30 ივნისი 2022,   02:18
ვრცლად
ფოთში მოსახლეობას, 2 დღეა, გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მიმავალი გზა გადაკეტილი აქვს

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას, მეორე დღეა, გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტილი აქვს. ისინი წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთებს ღია წესით ამუშავებენ, რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის, ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. ისინი ფულად კომპენსაციებს ითხოვენ, რათა საცხოვრებელი თავად შეიცვალონ.

ხელისუფლების წევრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ,მათი თქმით, მსგავსი საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტის ძალებს აღემატება. სიტყვიერ კომენტარში აცხადებენ,რომ ცენტრალური ხელისუფლება ინფორმირებულია ადგილობრივების მოთხოვნით და გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები ალტერნატიული ფართის უზრუნველყოფისთვის.

რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას ფულად კომპენსაციასთან დაკავშირებით, ეს მოთხოვნა არ განიხილება.

დღის ამბები