23 იანვარი 2022,   04:15
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ უკვე 324 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ უკვე 324 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 5 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი. მსოფლიოს მასშტაბით დომინანტურ შტამად კვლავ "ომიკრონი" რჩება. ახალი შტამის გავრცელების შესამცირებლად, ზოგიერთ ქვეყანაში, მე-4 დოზით აცრა დაუშვეს. ქვეყნების ნაწილი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების საკითხზეც მსჯელობს.

"ომიკრონის" სწრაფად გავრცელების გამო მედ პერსონალის დეფიციტია ბრაზილიაში. შეერთებული შტატები კი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

ბოლო 24 საათში ინფიცირების 80 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში. მზარდია ჰოსპიტალიზირებულთა მაჩვენებელიც. ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოხვედრილთა დიდი ნაწილი კი აცრილი არ არის.

დღის ამბები