15 ივნისი 2026,   17:08
ვრცლად
ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა იმართება

ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა იმართება. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ასევე ბრალდებული გიორგი კავილაძისა და აკო ჭელიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს.

დღის ამბები