სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ნინო წილოსანის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.
პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სამართალდარღვევის ოქმი შედგა დეპუტატის საჯარო პოსტზე შოთა თუთბერიძის მხრიდან დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარზე.
თავად შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ ის არ ნანობს არაფერს და მზად არის, პასუხი აგოს ყველა კომენტარზე:
"სასამართლომ დაადგინა, რომ ნინო წილოსანმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. თუმცა შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის. ეს იყო უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია და დაზუსტება, რაც შეიძლება მომხდარიყო. მე ვითხოვდი, რომ არ ყოფილიყო ჯარიმა გამოყენებული და თუ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, თუკი ასე ჩათვლიდა მურუსიძის სასამართლო, ამ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ პატიმრობა. რადგან, მე არც ვნანობ არცერთ ქმედებას და მზად ვარ, სრულად პასუხი ვაგო ყველა კომენტარზე და ყველა სიტყვაზე, რომელიც სადმე დამიწერია, ან მითქვამს," - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილმა სამმართველომ, მუშაობა პირველი ივნისიდან დაიწყო. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგია.