"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" ბუნებრივი აირით შევსება დაიწყო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზსადენის პირველი ხაზის შევსება წნევის გასაძლიერებლად და შემდგომი ტექნიკური გამოცდების წინაპირობად დაიწყეს.
პროექტის თანახმად, "ჩრდილოეთის ნაკადი 2" უკრაინის გვერდის ავლით, საწვავს რუსეთიდან ბალტიის ზღვის მეშვეობით გერმანიას მიაწვდის.
პროექტი გერმანიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებლის მხრიდან ნებართვის მოლოდინშია.