15 ოქტომბერი 2026,   22:10
ვრცლად
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური ფირმის ოფიციალურ დისტრიბუტორად გაეცნო და მას გათბობის სისტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარების მიზნით დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხინა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

"პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები